ენმ მოქმედებს მშვიდობის ფარგლებში - მოვუწოდებთ "ოცნებას' არ იფიქროს შტურმზე

  13:15:54     19-02-2021

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ენმ იყო, არის და დარჩება მშვიდობის ფარგლებში. პატია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ იფიქრონ მათი ოფისის შტურმზე სადაც ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. 

 "ქართული ოცნების' სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ, რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, 'ქართულ ოცნებას' არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ"